logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად
- +

5 ოქტომბერი. 2022. 18:18

 

 

„თუკი მთავრობის გადადგომა, ამ მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დავეთანხმები თავიდან ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა“,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით.

 

მდინარაძის თქმით, მას აქვს უფლება ელჩის განცხადებას კატეგორიულად არ დაეთანხმოს.

 

„მე მაინც მიმაჩნია, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ, თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად, ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის, არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner