logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის
- +

6 ოქტომბერი. 2022. 00:40

 

 

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტისთვის ემზადებიან. ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ლიდერები ამ ფორმატში პირველად იკრიბებიან და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

 

„ის ფაქტი, რომ საქართველო ამაში მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ამ შეხვედრაში უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. დამატებით საშუალებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართოს და საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ ყველანაირად იყოს განხილული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება“, - მიიჩნევს ხელაშვილი.

 

სამიტი ჩეხეთის დედაქალაქში 6-7 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით უკვე პრაღაშია. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner