logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ვამბობთ, რომ ოფიციალურად ჩამოვაყალიბეთ საარჩევნო კოდექსი, ამ დროს კი მოდიან და ამბობენ - ჩვენ ალტერნატიული კანონპროექტი გაგვაჩნია; თანამშრომლობის სურვილი რომც გქონდეს ვერ შეძლებ, ზღაპარია
- +

6 ოქტომბერი. 2022. 01:23

 

 

„რომც სურვილი გქონდეს [თანამშრომლობის] ვერ შეძლებ, ზღაპარია“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას.

 

„მაგალითად, გადავწყვიტეთ თანამშრომლობა [ნაციონალურ მოძრაობასთან]. ვამბობთ, რომ კი, თქვენ ხართ ცალკე ჯგუფში, რაღაცას აკეთებთ და ჩვენ ოფიციალურად ჩამოვაყალიბეთ საარჩევნო კოდექსი, ელექტრონული არჩევნები ტარდება. ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება შენიშვნაც არ ჰქონდეთ, - არა, არანაირი მონაწილეობა. მოდის და ამბობს - იცი რა, მე ალტერნატიული კანონპროექტი გამაჩნია, ამით რაღაც ტექნიკურ პარლამენტს ქმნის. რომც სურვილი გქონდეს [თანამშრომლობის] ვერ შეძლებ, ზღაპარია. ხომ ვსაუბრობთ შიგნით და არის ჯგუფი ჩვენთან, უმრავლესობაში, რომელსაც კატეგორიულად მიაჩნია, რომ ეს არის დევალვაცია ჩვენი ფასისა საზოგადოებისთვის ამათთან [ნაციონალური მოძრაობა] თანამშრომლობა. მე ასე არ მიმაჩნია“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner