logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
- +

6 ოქტომბერი. 2022. 19:01

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა.

 

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაზე.

 

„ახლო მომავალში იგეგმება შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ამ დელეგაციის ინტერესის საგანს წარმოადგენს, მათ შორის საკითხებზე, რომელიც ეხება კონფლიქტების თემას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პროცესებს და მათი მოგვარების შესაძლო გზებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner