logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი პირველ რიგში მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისკენ
- +

7 ოქტომბერი. 2022. 01:40

 

 

ჩვენს პოზიციებში, რომლებიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ევროპელ ლიდერებთან, იყო ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის დაანონსებული გეგმა, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ძალიან საინტერესოდა სიღრმისეულად ჰქონდა შესაძლებლობა პრემიერს ესაუბრა ამ საკითხებზე, კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში და ეს ევროპელი ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორი დინამიკაა საქართველოს მხრიდან ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი სიგნალები ორივე ლიდერისგან, რადგან ისინი მომავალში ძალიან აქტიურად გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას ყველა იმ რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში, რომელიც დევს ამ რეკომენდაციებში. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი პირველ რიგში მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისკენ და ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ინტერესი. ამ პროცესში ჩვენ გვექნება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner