„როდესაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ თავზე მესამე პირში დაიწყო საუბარი, ამით მივხვდი, რომ ბოლომდე ძალიან ცუდად აქვს საქმე ამ პარტიას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა შეაფასა.
„ძალიან კარგი. ასე გაგრძელონ. ჩემთვის ნიკა მელიაზე და ლევან ხაბეიშვილზე უკეთესი თავმჯდომარე ამ პარტიას ვერ ეყოლება. ესეც აჩვენებს, რომ ეს პარტია დღეს გადაქცეულია კარიკატულ, კრიმინალურ თუ არა კლანურ დაჯგუფებად მაინც“, - განაცხადა იონათამიშვილმა.