logo_geo
eng_logo
ლევან მახაშვილი: პორტუგალიაში შალვა პაპუაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პორტუგალიურ ენოვან სახელმწიფოებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაა
- +

24 ნოემბერი. 2022. 15:32

 

 

პორტუგალიაში შალვა პაპუაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

 

„აღნიშნული შეხვედრების, განხილვების და დისკუსიების მთავარი თემაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე პორტუგალიის მხარდაჭერის მოპოვება და განმტკიცება. მეორე, საქართველოში მიმდინარე მასშტაბური ევროპული რეფორმების შესახებ ჩვენი პორტუგალიელი პარტნიორების ინფორმირება და მესამე, მსოფლიოს მასშტაბით პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს, ესპანეთსა და პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფება.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner