logo_geo
eng_logo
ლევან დიასამიძე დარჩიაშვილის ვიზიტზე მოლდოვაში: ყურადღება გამახვილდება ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციაზე
- +

24 ნოემბერი. 2022. 15:42

 

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოლდოვაში დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხოებისა და ენერგო უსაფრთხოების გამოწვევებზე,- ამის შესახებ საქართველოს ელჩმა მოლდოვაში, ლევან დიასამიძემ განაცხადა.

 

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, განიხილება ორ და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური და კულტურული კუთხით. პირველ რიგში, ცხადია, ყურადღება გამახვილდება ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციაზე. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და კოორდინირებული მოქმედება. ასევე, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“,- განაცხადა ლევან დიასამიძემ.

 

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით მოლდოვას ეწვია. ვიზიტის ფარგლებშიც საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner