logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი მაია სანდუს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2022. 20:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა

საგარეო უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.

მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება. პირველი შეხვედრა ილია დარჩიაშვილმა მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუსთან გამართა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner