„ისინი ერევიან სასამართლო სისტემაში, ითხოვენ დეოლიგარქიზაციის პროცეს, ეტყობა, ჩათვალეს, რომ ვერ გაგვაგებინეს და შემდეგ ამას დეივანიშვილიზაცია დაარქვეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და პოლიტიკოსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები აკეთებენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულფასოვნად არ მიისწრაფვისო ევროკავშირისკენ.
„როდესაც დავიწყე საუბარი მთავარ ღირებულებასთან დაკავშირებით, მათი დამოკიდებულება ამ ღირებულების მიმართ არის არაადეკვატური, რადგანაც მათ გადაწყვიტეს, რომ აქვთ უფლება გვიკარნახონ - რასაც გვეტყვიან ჩვენ ის უნდა შევასრულოთ. ჩვენ არ გვაქვს კრიტიკული აზროვნების უფლება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კორექტირებები შევიტანოთ, იგივე რეკომენდაციებში, რადგან შემდეგ ამას მოჰყვება აღშფოთება და არ გვინდა. ისინი ერევიან სასამართლო სისტემაში, ითხოვენ დეოლიგარქიზაციის პროცეს, ეტყობა, ჩათვალეს, რომ ვერ გაგვაგებინეს და შემდეგ დეივანიშვილიზაცია შეარქვეს ამას. ჩვენ არ გვიტოვებენ, თითქოს, ეს უფლება არ გვაქვს. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიარეთ“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.