logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე
- +

28 ნოემბერი. 2022. 12:55

 

 

ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის“ კანონის არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონზე. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ და გაცნობებთ. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინულ კანონზე და ამუშავებს კანონს, ამზადებს დასკვნას, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს და ვენეციის კომისია პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner