logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის ერთი პარტიის შიგნით
- +

28 ნოემბერი. 2022. 16:14

 

 

ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის ერთი პარტიის შიგნით. ამ ერთი პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან ასევე სუბიექტები. მათი მხარდამჭერი ოლიგარქები ცდილობენ გარედანაც ცდილობენ შეიყვანონ ამ პარტიაში სხვა პარტიებიდანაც ვინმე, - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეაფასა.

 

„მთლიანობაში ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარებისთვის, არამედ ეს არის პროცესი ძალაუფლების გადანაწილებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება, შესაძლოა ოთხ კანდიდატს შორის მოუწოის. ეს იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ გადაწყვეტს თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაუდგეს სათავეში პარტიას, საიდანაც წლების წინ, საკუთარი სურვილით წავიდა. სამომავლო გეგმებზე ჭიაბერაშვილმა გუშინდელ facebook გზავნილში დაწერა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner