logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2022. 22:25

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და მიმოიხილეს უკრაინის ომის შედეგები ევროპის კონტინენტისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მეტი სიცხადის აუცილებლობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგოკრიზისზე ევროპაში და ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კომიტეტებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner