logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
- +

1 დეკემბერი. 2022. 00:19

 

მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია, აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტურ პიარ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს მედია პიარ-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდება 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან კომუნიკაციით.

მისივე თქმით, ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

ანუ ლობისტს ქირაობენ იმისთვის, რომ მედია და პიარ უზრუნველყოფა გაუწიოს მიშას გადაყვანას და ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. კიდევ მწერენ ამ წუთებში, იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორთან კომუნიკაციით. ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც და შედეგად უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა.

გათავისუფლების გზა არის რეალურად, თუ ამის საფუძველი არსებობს, სამართლებრივი. თუ გინდა, რომ რეალობასთან ახლოს იყოს რაღაც პროცესი და მართლაც ზრუნავ კონკრეტული ადამიანის გათავისუფლებაზე, თუ მართლა გჯერა და გწამს, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ ეს ითვალისწინებს და შესაბამის კრიტერიუმებში ჯდება და მის გათავისუფლებაზე შეიძლება იყოს სამართლებრივად ლაპარაკი, დაიქირავებ ადვოკატს და არა პიარ კომპანიას. ეს ადასტურებს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტიკური მიზნებით.

ეს ინფორმაცია შეგვეძლება დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. ეს ჩვენი უცხოელი მეგობრების და ქვეყნის გარედან მიღებული ინფორმაციაა. მე პირადად ისეთი ხალხი მწერს, რომ წყაროს რეალობაში და ინფორმაციის რეალობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ხვალ გაირკვევა, ან დაადასტურებენ ან უარყოფენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

right_banner right_banner
არქივი
right_banner