კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ანა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება, სადაც ევროპარლამენტარი წერს, რომ „ქართული ოცნება“ მოკავშირეებზე თავდასხმით მიზნად ისახავს შეასუსტოს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.
„სიყვარულო ძალსა შენსა“ რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული. აქაურების, კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ ათეულობით მილიონი. ამათ მო-წოდებას თუ გავითვალისწინებთ, მგზავრობისაც ეკუთვნით, სამივლინებოც და ჯიბის. ძვირფასები“, - წერს გოგა ხაინდრავა.