logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საკანონმდებლო ბაზა საზღვარგარეთიდან კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობას არეგულირებს - ეს გამოცდილება ჩვენც დაგვჭირდება
- +

5 დეკემბერი. 2022. 19:50

 

„ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტი“, საზღვარგარეთიდან კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და საკანონმდებლო რეგულაციების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისიწინებს არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, არამედ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონტროლსაც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან.

აშშ-ის საკანონმდებლო ბაზა საზღვარგარეთიდან კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობას არეგულირებს. ეს არის 1940 წელს მიღებული აქტი, რომელიც დღემდე მუშაობს და ქართულ პოლიტიკურ სიტუაციასთან საინტერესო ანალოგს მოიცავს. ჩვენ გვყავს მთელი რიგი პარტიები, რომელთა საქმიანობაზეც ზეგავლენას ახდენენ ისრაელის, რუსეთის, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები და იმ ქვეყნებიდან გადმოსული ფინანსური ნაკადები. ამ კანონის თარგმნა უკვე დასრულებული მაქვს, შემდეგ ჩვენი მოძრაობის იურისტებიც გაეცნობიან და ძალიან საინტერესოა, რომ ესეც განვიხილოთ ენჯეოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან ერთად“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner