logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებს, რომლებიც დღეს სატელიტურად არიან წარმოდგენილი მხოლოდ პოლიტიკური წარსული აინტერესებთ
- +

5 დეკემბერი. 2022. 21:10

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებს, რომლებიც დღეს სატელიტურად არიან წარმოდგენილი მხოლოდ პოლიტიკური წარსული აინტერესებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის ყველაფრის ახსნა.

ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებს, რომლებიც დღეს სატელიტურად არიან წარმოდგენილი, ერთადერთი რამ აინტერესებთ, ეს არის პოლიტიკური წარსული, ეცდებიან ყველაფერს, მათ შორის ახალგაზრდების გამოყენებას. მნიშვნელოვანია, ჩვენ ავუხსნათ ახალ თაობას სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ეს ლიდერები, რომლებიც ფარდის უკან დგანან და ამ ყველაფერს აორგნიზებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი ინიციატივა „კმარას“ შემქმნელებისგან. ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს, მისივე ოჯახის წევრისაგან ფინანსდება, კონსულტაციას კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ლევან რამიშვილი უწევს. „ფრანკლინის კლუბი“ ოფიციალურ მიზნად კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას ასახელებს. თუმცა ზემოთჩამოთვლილი გარემოებები მმართველ პარტიაში მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner