logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „კმარა“ წარმოადგენდა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა. „ფრანკლინის კლუბი“ „კმარას“ ჰგავს
- +

5 დეკემბერი. 2022. 21:12

 

იმის ნაცვლად, რომ ამის კონტრარგუმენტზე ისაუბრონ, იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განაცხადა.

საკამათო აღარ არის, რომ ოდესღაც „კმარა„ წარმოადგენდა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას და პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა უპირატესად. ახლაც, თუკი ასეთივე გზით ივლის რომელიმე ორგანიზაცია, ეს იქნება იმავეს დასტური და სამწუხაროდ ჰგავს, ბევრნი ნიშანი მიანიშნებს იმას, რომელიც ასეთ ეჭვებს განაპირობებს“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

ახალი ინიციატივა „კმარას“ შემქმნელებისაგან - ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს, მისივე ოჯახის წევრისაგან ფინანსდება, კონსულტაციას კი „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი მხარდამჭერი, ლევან რამიშვილი უწევს. „ფრანკლინის კლუბი“ ოფიციალურ მიზნად კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას ასახელებს. თუმცა ზემოთჩამოთვლილი გარემოებები მმართველ პარტიაში მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner