logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი საკუთარ თავს მიზანმიმართულად იზიანებს
- +

5 დეკემბერი. 2022. 21:33

 

ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] წელიწადზე მეტია პენიტენციურ სისტემაშია, მაგრამ რეალურად არ არის პენიტენციურ სისტემაში, რადგან ამ დროის 80% მას სხვადასხვა სახის პროფილურ სამკურნალო დაწესებულებებში აქვს გატარებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს მიზანმიმართულად იზიანებს

რას ვხედავთ ჩვენ, ეს ადამიანი საკუთარ თავს მიზანმიმართულად იზიანებს და მეტიც, მისი მხარდამჭერი, ე.წ. გულშემატკივრების ჯგუფი მოუწოდებს მას, რომ თვითდაზიანებას ეწეოდეს და საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner