logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ ვხედავთ ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ
- +

5 დეკემბერი. 2022. 22:14

 

პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ყველა ფრონტზე დაღუპული ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ, იმიტომ, რომ ეს განუზომელი ტკივილია რომელსაც დრო ვერც კი შეავსებს, მაგრამ ამ ოჯახებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სახელმწიფო და მთავრობა არის მათ გვერდით, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამ ადამიანებს რაც ჯარისკაცისთვის არსებობს ყველაზე მაღალი პატივი, სამხედრო პატივით მოჰპყრობოდა მათ სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ეს გულისხმობს როგორც მათ დაფასებას და სამხედრო პატივით დაკრძალვას და სხვა ნებისმიერ იმ ფინანსურ ხელშეწყობას, რომელიც ამ დროს იგულისხმება ხოლმე. განსხვავება იმაშია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს ყოველთვის აკეთებს ჩუმად, როგორც ეს ქართველი კაცის წესია, რომ სიკვდილისას, გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში და ღირსებაში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიკვდილით ინსტრუმენტალიზაციას და ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ და რასაკვირველია, მაინც გავაგრძელებთ იმ ღირსეულ ქცევას, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი, როცა ვეჩეხებით სიკვდილს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner