logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუშალონ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას
- +

6 დეკემბერი. 2022. 14:36

 

 

 

ის ხალხი, ვინც კანონპროექტის ლანძღვით იყო დაკავებული მას შემდეგაც კი, რაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ამას ვენეციის კომისიის მხრიდან, ამ ხალხის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციულად დახვდებიან ამ შემოთავაზებასა და რეკომენდაციას და შესაბამისად გაითავისებენ იმ წილ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ნახევარი მოვალეობა, რომელიც ოპოზიციას აქვს და დეპოლარიზაციას გულისხმობს, ამასთან დაკავშირებითაც კი, რაც შეიძლება სრულად გამოიყენონ იმისთვის, რომ მიაღწიონ საწადელს და ხელი შეუშალონ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას. ეს არის მათი სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა როგორ ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ კატეგორიულად ხელს უშლიან იმ შანსის დაშვებასაც კი, რომ საქართველომ არა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეიძლება მიაღწიოს წარმატებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner