logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისეთ კრიზისში არიან, რომ უკვე აღარაფერს ერიდებიან და პირდაპირ დისკრედიტაციაზე გადმოდიან
- +

6 დეკემბერი. 2022. 14:44

 

 

ოპოზიციის იმ წარმომადგენლების გადასაწყვეტია, რომლებიც ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული, რომ ან მიდიან იმ ნაბიჯებისკენ, რომელიც ამ ქვეყნის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს და კონსტრუქციულად ერთვებიან პროცესში, ან ისინი საბოლოოდ ემიჯნებიან ქვეყნის ინტერესებს, საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ისეთ კრიზისშია, რომ უკვე აღარაფერს ერიდებიან.

 

„სამწუხარო ფაქტია, რომ ამის აღნიშვნა უწევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამ კონკრეტულ ანგარიშში, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ფაქტობრივად ისინი ისეთ კრიზისში არიან, რომ უკვე აღარაფერს ერიდებიან და პირდაპირ დისკრედიტაციაზე გადმოდიან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner