„ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნამ ცივი შხაპი გადაასხა ოპოზიციას. ერთის მხრივ, დადებითად არის შეფასებული სამუშაო პროცესი და მეორე მხრივ, არის რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული კრიტიკა, როემლიც არ ჩაერთო ამ სამუშაო პროცესში და ამის არგუმენტები არ ჰქონია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ეს არგუმენტები მათ ცხადია, არც ახლა არა აქვთ და რეაქციით, რომელიც აქვთ ამ რეკომენდაციების მიმართ, ისინი საკუთარ რეალურ ბუნებას აჩენენ - სინამდვილეში არიან წინააღმდეგი საქართველოს ევროინტეგრაციის და ყველაფერს ცდილობენ, რამენაირად ხელი შეუშალონ ამ პროცესს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.