logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კასიანოვმა თქვა, რომ უნდათ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რუსეთის მიერ მიმდინარე საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის
- +

6 დეკემბერი. 2022. 16:14

 

 

კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ მათ უნდათ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის მიერ მიმდინარე საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე. ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულად უდგებოდა ამ საკითხს. კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ მათ უნდათ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს სამხედრო ტექნიკა უკრაინას, ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი იარაღის, სამხედრო მასალისა თუ ტექნიკის მოწოდების მათ საქართველოს მხრიდან არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო, შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც კასიანოვმა ილაპარაკა მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო. მთავარი სათქმელი და მიზანი იყო ის, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, მაშინ, როდესაც პირველი იყო საქართველო, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, საქართველო არის 400-ზე მეტი დოკუმენტის ხელმომწერი თუ თანაავტორი, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომელიც შეეხება ჰააგას და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner