„ომის პარტიის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ ვიღაცების უკრიანის ომში წაყვანას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მებრძოლები გმირულად იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისათვის არამედ თავისი ქვეყნისათვის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლების სოფელ-სოფელ დადიან და ვიღაცები მიჰყავთ უკრაინის ომში. ასეთებიც არიან. ორივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.