logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: წარმოიდგინეთ, რა მაგარი კანდიდატები არიან და რა მაგარი პარტიაა, რომ მელიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი
- +

6 დეკემბერი. 2022. 18:08

 

 

„მელია რომ ვიღაცას აჯობებს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ. მელია რომ ვიღაცას ჯობს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის, ნიკანორ მელიას მაღალი რეიტინგი აქვს.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სასაცილო მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და წარმოუდგენელია, თუ როგორ აპირებენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

 

„წარმოიდგინეთ, რა მაგარი კანდიდატები არიან სხვები და რა მაგარი პარტიაა, რომ მელიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, მათ შორის. ანუ, შიდა პარტიული ფსიქოლოგია წარმოგიდგენიათ? ჯერ პროფესიონალიზმზე და ბევრი რამის დონეზე რომ ვილაპარაკოთ და შევაფასოთ, ვინ არიან კანდიდატები, მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე და ამათში, თურმე ვიღაცას მაინც მელია სჯობს. მელია რომ ვიღაცას აჯობებს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ და მხარს რომ უჭერენ, ისინი კიდევ რა დღეში არიან შიდა პარტიულ წარმომადგენლობაში. წარმოუდგენელი ამბავია და სასაცილო მდგომარეობაა „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შექმნილი და აქედან როგორ გამოვლენ, მე ძალიან არ ვინერვიულებ ამ თემაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner