logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს ტვირთი, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა, ამ გზიდან არ გადავუხვევთ
- +

6 დეკემბერი. 2022. 20:59

 

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისეთი განცხადებების, ქმედებების, რომლებიც უბიძგებენ, ცდილობენ უბიძგონ ჩვენს ქვეყანას, გარკვეული ტიპის არეულობა იყოს, მათთვის ოცნებებში ომიც, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სწორედ არეულობაა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მთავარი მიზანი.

არავითარი განცხადება, არავითარი ამგვარი დესტრუქციული ქცევა არ გვიკვირს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის რეჟიმში, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, რადგან ვართ ხელისუფლება, გვაქვს ტვირთი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ. ამ გზიდან არ გადავუხვევთ. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ყურადღების ფარგლებში იმდენად ხვდება, რამდენადაც შეიძლება იყოს რისკის შემცველი, სხვა მხრივ, ამას ალბათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner