logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
- +

7 დეკემბერი. 2022. 01:37

 

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

შეხვედრისას, გიორგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია, რადგან მათგან ხშირად საინტერესო ინიციატივები მოდის. შეხვედრისას, ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ფემიციდთან ბრძოლა. ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ყველა ის მეთოდი და ფორმა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner