logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად
- +

7 დეკემბერი. 2022. 11:29

 

 

უნდა მივეჩვიოთ ყველა - როდესაც საუბარი ეხება სამართლებრივ საკითხებს ან ნებისმიერ დისკუსიას, იქ გვჭირდება არა შიშველი მოთხოვნების წამოყენება, არამედ იმავდროულად უნდა ვეცადოთ, რომ არგუმენტებით გავამაყაროთ საკუთარი მოთხოვნა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად - ვარგისი არგუმენტებიც, რომლებიც იქნება ისეთი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ითვლება ასეთი მოთხოვნების განმაპირობებლად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დღეს „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბებიან. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა ერთად დგომის დროა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner