პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ყველა ციფრი, რომელიც პოზიტიურად აჩვენებს საქართველოში ეკონომიკის განვითარების დინამიკას, მძიმე, ინტენსიური 24 საათიანი მუშაობის შედეგია.
მისი თქმით, სტაბილურობის გარეშე არანაირი განვითარება, არცერთი მიმართულებით არ მოხდება.
„მოკლე ფორმულა არსებობს განვითარებისთვის, ეს არის სტაბილურობა. მის გარეშე არანაირი განვითარება, არცერთი მიმართულებით არ მოხდება. ყველა ციფრი, რომელიც პოზიტიურად აჩვენებს საქართველოში ეკონომიკის განვითარების დინამიკას, მძიმე, ინტენსიური, 24 საათიანი მუშაობის შედეგია, რათა სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული თანაც ისეთ მძიმე ვითარებაში, რომელიც საქართველოს გარშემოა შექმნილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.