logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია გამოუსწორებელი ღრმა კრიზისისა, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება
- +

20 იანვარი. 2023. 01:40

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გასაკვირი ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ თავიანთ ხურჯინში. ეს დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ ალბათ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისის, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერად ებრძოდნენ, ვინაიდან მათ არასდროს ჰქონიათ რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა.

 

„უკვე ამდენი თვეა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, ასევე საზოგადოება უფრო ფართოდ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და ვხედავთ ერთ რამეს, რომ ეს დაპირისპირება თითქოს უსასრულოა. ის კი დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ეს დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ ალბათ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისის, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება. გასაკვირი ეს ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, ასე ვთქვათ, თავიანთ ხურჯინში და ასევე იმ მოქმედებებით თუ უმოქმედობებით, რომლებსაც ისინი ატარებდნენ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციური ძალა. ისინი ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერად ებრძოდნენ, ვინაიდან მათ არასდროს ჰქონიათ რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა და პრაქტიკულად, საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი.

 

„აქ ალბათ კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია. ჩვენთვის კი, ალბათ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნება გენმდივანი, რადგან ეს პოლიტიკური ძალა არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენთვის, ჩვენს თვალში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner