logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: ალექსეი გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს
- +

20 იანვარი. 2023. 18:30

 

 

„ალექსეი გონჩარენკოს განცხადება იმ სერიიდანაა, რომელიც საქართველოში არეულობის შემოტანას გულისხმობს“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

იგი უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

 

„საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, უმრავლესობა არასდროს დაუშვებს ისეთ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აღიქმება როგორც საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა ან უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარედ გახდომას. შესაბამისად, მათი ეს განცხადებები არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner