logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ყველა შანსი გამოვიყენეთ, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გაგვეზიარებინა რეფორების, პოლიტიკური სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და მათგანაც არაერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა
- +

24 იანვარი. 2023. 18:27

 

 

საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი დატვირთვა სწორედ ის გახლავთ, რომ მაქსიმალურად გაცვალონ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სტრასბურგიდან პირდაპირი ჩართვისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე ქართველ პარლამენტარებს ჰქონდათ საშუალება ევროპელი კოლეგებისთვის მოეთხროთ, როგორი პოლიტიკური სიახლეებია საქართველოში და რას აკეთებს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე.

 

„გივი მიქანაძეს, ირაკლი ჩიქოვანს ჰქონდათ მაღალი დონის შეხვედრები როგორც გენერალური საბჭოს მდივანთან, ისე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს და ჩვენი მხარდაჭერაც ჰქონდა მის კანდიდატურას. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ამ შეხვედრებზე გაგვეზიარებინა პარტიორებისთვის, თუ სად ვართ ახლა და როგორ მოძრაობს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით. იყო გამოთქმული მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი რეფორმების მიმართ და რასაკვირველია, საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის რეგიონში, იმსახურებს დადებით შეფასებებს და მხარდაჭერას. რაც შეეხება კულუარებს, აქ ასამბლეის ფარგლებში, ყველა შანსი გამოვიყენეთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან პოლიტიკოსებისთვის გაგვეზიარებინა რეფორების, პოლიტიკური სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და მათგანაც არაერთხელ, თუნდაც კენჭისყრებში მივიღეთ მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ერთ-ერთი დატვირთვა ამ საპარლამენტო ასამბლეის ეს გახლავთ, რომ მაქსიმალურად გაცვალონ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner