logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველო ევროკავშირისთვის პრიორიტეტია
- +

25 იანვარი. 2023. 00:01

 

"ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. ქალბატონმა მაია ბურიჩმა პირდაპირ ისაუბრა საქართველოზე და მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გენმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარება, რომ საქართველო არის პრიორიტეტი ევროკავშირისთვის და ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება. სხვა შემთხვევაში ამ დონის გამოსვლაში, ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურა ამაზე არ ისაუბრებდა. მადლობას ვუხდით პარტნიორებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner