logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა
- +

27 იანვარი. 2023. 18:27

 

 

ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა, - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველიც კი აღარ დარჩადამ და პარტია დამსახურებულად მიექანება პოლიტიკური უფსკრულისკენ.

 

„ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან სიძულვილის ენა მოდიოდა, დაპირისპირება, რადიკალიზაცია და საქმეზე საუბარი არასდროს ყოფილა. ახლაც, როდესაც პარტიის შიგნით აქვთ თავმჯდომარის არჩევნები, ვუყურებთ, რომ აქაც საქმეზე არავინ საუბრობს. საუბრობენ, რომ ჩემი მოწინააღმდეგეა ძალიან ცუდი და მე მასზე უკეთესი ვარ. ამ პრინციპზეა მთელი ნარატივი აგებული. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, ცოტა გული მწყდება იმაზე, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი და კანონზომიერი პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი ამომრჩეველიც აღარ დარჩა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი დამსახურებულად მიექანებიან პოლიტიკური უფსკრულისკენ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner