logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილის დამაჯერებელმა გამოსვლამ, რომელმაც მთელ რიგ საკითხებზე პრინციპული და ობიექტური პასუხი გასცა და ფაქტობრივად რამდენიმე გარემოებას სინგაპურის მართლმსაჯულებისთვის ფარდა ახადა
- +

28 იანვარი. 2023. 20:42

 


ჩვენ 2 მნიშვნელოვანი სასამართლო განხილვა გვქონდა და ეს განხილვები ერთგვარია ფონია იმისა, რაც ახლა ხდება - ერთი განხილვა გვქონდა სინგაპურში, გასული წლის სექტემბერში და მეორე ბერუმადზე, დეკემბერში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

სინგაპურში განხილვამ ჩაიარა ძალიან დამაჯერებლად. პრაქტიკულად ზედაპირზე ამოვიდა ის სიცრუე, რაზეც დგას ბანკის პოზიცია. საბანკო-სატრასტო სტრუქტურების მიერ დასახელებული მოწმეების გამოსვლა იყო სავალალო, თუ რაოდენ სუსტი იყო მათი გამოსვლა და გაუმყრებელი სამართლებრივი არგუმენტაციით. რა თქმა უნდა, ასეთ დინამიკას ხელი შეუწყო ასევე ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამაჯერებელმა გამოსვლამ, რომელმაც მთელ რიგ საკითხებზე პრინციპული და ობიექტური პასუხი გასცა და ფაქტობრივად რამდენიმე გარემოებას სინგაპურის მართლმსაჯულებისთვის ფარდა ახადა. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ ამ დავას სწორი და საჩვენო ასახვა ექნება სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ბერმუდას შემთხვევაში, ბანკის მხარემ ძალიან უცნაურ ხერხს მიმართა, როდესაც აპელაციის პროცესში წამოჭრა ისეთი ფაქტები და არგუმენტები, რომელიც აპელაციის სტადიაზე წესით დაშვებული არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ბანკმა იკადრა იგივე, რაც ბერმუდის შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner