"ნიშანდობლივია, რომ ირაკლი კობახიძისთვის ჯილდოს გადაცემა ხდება 2023 წელს. წლის მეორე ნახევრიდან ესპანეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდეს და ამ შემთხვევაში ბასკური ხმა ესპანეთის პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკა სამხარაძემ განაცხადა.
„ქართველისა და ბასკების მეგობრობა დიდ დროს ითვლის. უკანასკნელ წლებში ძალიან გავააქტიურეთ ეს თანამშრომლობა. განსაკუთრებით ეს განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებს ეხება. ახლა ვცდილობთ მეტი ეკონომიკურ პროექტების შექმნას, რათა ბასკური ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში. ბასკეთი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ავტონომიური რეგიონი ესპანეთში და ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. ბოლო წლებში ურთიერთობების გაღრმავებიდან გამომდინარე, ბასკურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება. ეს ძვირფასი ჯილდო ირაკლი კობახიძისთვის გადაეცა. ეს არის დადასტურება, რომ ბასკურ-ქართული ურთიერთობა ბოლო წლებში საკმაოდ გაღრმავდა და დიდი პოტენციალი არსებობს.
ნიშანდობლივია, რომ ჯილდოს გადაცემა ხდება 2023 წელს. წლის მეორე ნახევრიდან ესპანეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდეს და ამ შემთხვევაში ბასკური ხმა ესპანეთის პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ბასკები ამ მხარდაჭერაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა სამხარაძემ.
ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.