საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი „იმედის კვირაში“ მიხეილ სააკაშვილის მომვლელი მედდის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის და მისი უფლებადამცველების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე მიზანმიმართული ძალადობა მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ნაციონალური მოძრაობის“ მოძალადე ბუნებას.
„ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში არის ის, რომ მიმდინარეობს გაუგონარი ზეწოლა ადამიანზე, ექიმზე, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას პაციენტისადმი. ამ ზეწოლაში ჩართულია არა მხოლოდ უშუალოდ პატიმარი სააკაშვილი, არამედ მისი უფლებადამცველები, მხარდამჭერები და ფაქტობრივად, მიზანმიმარათული ძალადობა მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალზე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ მოძალადე ბუნებას, მეორე მხრივ იმას, რომ ეს ადამიანები თავისი უფლებადამცველების ჩათვლით, სადამდე არიან წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან“, - აცხადებს იონათამიშვილი.