"ეს ანგარიში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და ახორციელებს რეფორმებს წარმატებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
„მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რა თქმა უნდა, იმ დროს საქართველოც იმსახურებდა სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაჩვენეთ გაწეული სამუშაო და ევროკავშირმა ეს სამუშაო საუკეთესოდ შეაფასა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.