„უნდა აიხსნას, რა არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების მიზეზი. თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი არის ისეთი, რაც არის თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა, ბუნებრივია, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამორიცხავს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ის თავად ამბობს უარს, საკვების მიღებასა და მკურნალობაზე.
„უნდა აიხსნას, რა არის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების მიზეზი. თუ აღმოჩნდება, რომ მიზეზი არის ისეთი, რაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, ბუნებრივია, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამორიცხავს. თუ აღმოჩნდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილი ითხოვს რომელიმე საკვებსა ან პრეპარატს და მას ამას არ აძლევენ, ამ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ხომ ყველა ხვდება, რომ საკითხი ასე არ დგას. პირიქით, პენიტენციური სამსახური სთავაზობს, მიიღოს საკვები და იგი ამაზე არ თანხმდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.