logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: საპარლამენტო ცხოვრებას მათი არყოფნა ან ყოფნა არაფრით არ შეცვლის
- +

7 თებერვალი. 2023. 11:39

 

 

„ეს ნაბიჯი ემსახურება მათ ჩამოუყალიბებლობას - მთელი ამ საპარლამენტო მოწვევის განმავლობაში, ისინი მუდამ ბოიკიტის რეჟიმში იყვნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„საპარლამენტო ცხოვრებას მათი არყოფნა ან ყოფნა არაფრით არ შეცვლის. მათ ვერ შეძლეს თავიანთი ადგილის პოვნა საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათ და მათმა ლიდერებმა 2020 წლის არჩევნებამდე და მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ დაისახეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner