logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ
- +

7 თებერვალი. 2023. 12:58

 

 

„გუშინ თქვეს რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner