logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა არ შეეწყვიტა, ეს ემსახურება იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში დიდხანს დარჩეს
- +

23 სექტემბერი. 2023. 20:41

"ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა ," – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

 

 

„როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს და ოპოზიციას, რომელსაც თავი გააქვს თვიდან თვემდე ასეთი ტიპის თემებით, არაფერი საქმიანი აღარ აქვს თავის დღის წესრიგში, როგორმე კიდევ დაუტოვონ რაიმე სალაპარაკო, რითაც შეძლებენ თავისი ამომრჩევლები მოატყუონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის დამოკიდებულებაა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner