logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან მიწის რეფორმებს გაატარებს
- +

9 სექტემბერი. 2016. 18:43


პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიწის რეფორმებს ეხება, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება" გეგმავს.

 

„განხორციელდება სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ქონების აღრიცხვასა და ერთიან ბაზაში თავმოყრას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო აქტივების მართვა-განკარგვის პროცესს, გამოუყენებელი აქტივების ბრუნვაში ჩართვას, ქვეყანაში მიწის კადასტრის სრულყოფასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ინვენტარიზაციის პროექტი დასრულდება 2016 წლის ბოლოს.

 

დაინერგება ქონების გამარტივებული რეგისტრაცია, რაც პირველ რიგში განხორციელდება კერძო მესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონი, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრაციის პროცესს, წაახალისებს რეგისტრაციას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეტის რეგისტრაციისთვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურების გზით. დღეისათვის, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული. ბარიერების დაძლევა განხორციელდება შემდეგი გზებით: დაინერგება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები გაივლიან სერტიფიკაციას, სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებასა და დავების მოგვარებაში.

 

დამტკიცებულია მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა და დაიწყება მისი განხორციელება. პროგრამის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ სულ მცირე 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მშლობელობაში სიმბოლურ ფასად გადაეცემათ მიწის ნაკვეთი", - ნათქვამია „ქართული ონცების" საარჩევნო პროგრამაში.




 

right_banner
არქივი
right_banner