logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა
- +

9 სექტემბერი. 2016. 19:10



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია საქართველოს სივრცითი მოწყობის მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.


„ქვეყნის სივრცითი მოწყობის მიმართულებით, „ქართული ოცნება" გაატარებს აქტიურ პოლიტიკას:

 

- მომზადდება საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემა;

 

- დასრულდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;

 

- მომზადდება ახმეტის და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმები, თუშეთის 12 და მულახის თემის 10 სოფლის განაშენიანების რეგულირების გეგმები, მცხეთის, კობი-გუდაურის, ბაკურიანი-დიდი მიტარბის, ბახმაროს, ქობულეთის, ხელვაჩაურის მიწათსარგებლობის გეგმები; იყალთოს ხევის, შაორის, უწერის განაშენიანების რეგულირების გეგმები;

 

- სწორი დაგეგმარებით და გააზრებული სივრცითი მოწყობით, საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღების და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას;

 

- გაგრძელდება წყალტუბოს, სამცხე-ჯავახეთის, ყაზბეგი-გუდაურის, მცხეთა-მთიანეთის, თუშეთის, რაჭის რეგიონებში ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარება და თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტების შექმნა;

 

- ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისად, მოხდება გუდაური-კობის, ბაკურიანის, დიდველის, კოხტა-მიტარბის, თეთნულდი-ჰაწვალის, გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება და არსებულ კურორტებზე ახალი მიმართულებების დამატება. მათ შორის გათვალისწინებული იქნება კურორტების ზაფხულის განმავლობაში დატვირთვის შესაძლებლობები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner