logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს...
- +

10 სექტემბერი. 2016. 01:05



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ასევე, შეიცვალა ამომრჩევლის დამოკიდებულება პოლიტიკისა და წინასაარჩევნო პროცესისადმი.


ეს გამოიწვია იმ ნეგატიურმა გამოცდილებამ, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო და დღეს ამომრჩეველი ყველაფერს სხვაგვარად აფასებს. სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს ყველა მხარდამჭერს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ აბსოლუტურად ერთნაირი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, არ იყოს არანაირი პრეფერენციები და უზრუნველყონ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო. სწორედ ამიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სხვანაირი ხელწერა და დარწმუნებული ვართ, შეგვწევს უნარი, უზრუნველვყოთ თვისობრივად სხვა წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ მოვიწვიეთ ყველაზე მეტი დამკვირვებელი საქართველოს ისტორიაში, რათა ისინი დააკვირდნენ მთელ წინასაარჩევნო პერიოდს და შეაფასონ ის ცვლილება, რომელიც დღეს არის საქართველოში. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ძალადობა და ის მეთოდები, რომლებიც წარსულშინაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ, ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს ყოველგვარი კონფრონტაციისგან თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია.


მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოიყენოთ კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება; გააკეთოთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად - ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს - უპირველეს ყოვლისა, თუ რაიმე ძალადობის რისკი არსებობს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში, მაგრამ ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომ ისიც იყოს დაცული. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ დღეს ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი ისაუბრა წარმატებებზე, რომლებიც ასევე დადასტურებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენების უფლება არავის მიეცემა.


ეს წარმატებები არის ძალიან ძვირფასი ყველა ჩვენგანისთვის, მიღწეულია ბევრი ადამიანის შრომით და ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლითაც. ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, რაიმე ჩრდილი მიადგეს ამ წარმატებას და არავის მივცემ უფლებას, რაიმე რისკის ქვეშ დააყენოს ის უმნიშვნელოვანესი განვითარების პროცესი, რომელსაც დღეს ადგილი აქვს საქართველოში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner