logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: რომან გოცირიძე ფსიქიატრიულში უნდა შეამოწმებინო
- +

10 სექტემბერი. 2016. 04:57

 

 

ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ მუშაობა ყველგან მიდის, ამას ვერ ხედავს მარტო რომან გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში", - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის მიერ „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის კრიტიკას.


როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის გაოცებულია, რომ კომენტარის გაკეთება "ამ არაადეკვატური კაცის ნაბჟუტურებზე უწევს".


კაცი - "გოცირიკების" გამომშვები კუპონჩიკა, როცა წარმოდიგენს, რომ ლარი მაგის გაკეთებულია და კუპონები ჯავახიშვილის გამოშვებულია და ამას საზოგადოებას მიაწვდის, ამ ადამიანთან საერთოდ შეიძლება რამე სერიოზულად საუბარი?! მე ამასწინათ ვთქვი, რომ მადლიერმა ქართველმა ხალხმა კუპონს "გოცირიკები" შეარქვა და გოცირიძეს კი კუპონჩიკა" და ეს კაცი ამბობს, რომ ლარი მე გავაკეთე და ჯავახიშვილმა კუპონები გამოუშვაო. ახლა მაგის ნაბჟუტურებზე გეტყვით კიდევ - თქვენ, ჟურნალისტებმა ხომ კარგად იცით, რომ გორიდან ხაშურამდე გზა ჩვენ კარგა ხნის წინ გავხსენით და ბედნიერად გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები, თუ უცხოელები. კაცი ამ სამ ტყუილს რომ იტყვის, მე-4 რატომ იქნება სიმართლე?!", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


მისივე თქმით, ავტობანზე ყველა მონაკვეთზე დაფინანსების წყაროც და დონორიც მოძიებულია. ზოგი მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერია გამოცხადებული, ზოგის პროექტირებაა დაწყებული და ზოგის მშენებლობა მიმდინარეობს. "როცა დასჭირდება მაგ არაადეკვატურ პიროვნებას მობრძანდეს და ვანახებ დოკუმენტებს, თუ თქვენ დაგჭირდებათ - თქვენც განახებთ. ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და მოესწრება ბატონი რომანიც. 2020 წელს ვილაპარაკოთ მაგაზე. ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ ყველგან მუშაობა მიდის, ამას ვერ ხედავ მარტო გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, რომ კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ 8 მილიარდ ლარზე მეტს ახალი გზების მშენებლობაზე დახარჯავენ, ნოდარ ჯავახიშვილს "სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველისგან მსგავსი განცხადება არ უკვირს". "არ აწყობს და აბა, რა უნდა თქვას, ტაში დაუკრას სააკაშვილის ეკნომიკურმა მრჩეველმა, სხვა რა უნდა თქვას?!", - გნაცხადა ჯავახიშვილმა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. მისი თქმით, საარჩევნო პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის მიერ მკვდრადშობილი ე.წ. „პროგრამა 2020"-ია, რომელიც თაროზე შემოდეს და მთავრობის ეგრეთ წოდებული 4-პუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლეს.


კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ, ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, ახალი გზების მშენებლობაზე, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა და დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე. მთავრობამ უკვე გამზადებული მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა და მათი განხორციელებაც კი ვერ შეძლო", -განაცხადა გოცირიძემ.


როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მთავრობა, რომელმაც 4 წელიწადში გორიდან ხაშურამდეც ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.



 

right_banner
არქივი
right_banner