logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა
- +

10 სექტემბერი. 2016. 10:39


საქართველოს პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სახელმწიფოს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რთული გზა, როგორც ქალბატონი ირინა, ასევე ბატონი გიორგი, ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებას დარბაზში მყოფნი ტაშით შეხვდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზოგადოების გულწრფელი პოზიცია დაფიქსირდა, რაც სასიხარულოა.


სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.


 

right_banner
არქივი
right_banner