logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ძალადობა, რომელიც „ნაციონალებმა“ დაამკვიდრეს, ჩვენთვის მიუღებელია
- +

10 სექტემბერი. 2016. 12:59



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ  ამომრჩევლების დამოკიდებულება არჩევნებისა და პოლიტიკის მიმართ შეიცვალა. როგორც პრემიერმა განაცხადა,  ძალადობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა, მიუღებელია.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკა მნიშვნელოვნად შიცვალა და შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც პოლიტიკის მიმართ.


„შეიცვალა, ასევე, ამომრჩევლების დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და არჩევნებისადმი. მინდა, მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და მეთოდები, რომლებიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე.

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ყველანაირი კონფრონტაციისგან. მინდა, დავავალო შსს მინისტრს, გააკეთოს ყველაფერი, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner
არქივი
right_banner