logo_geo
eng_logo
შეიძლება ასე ებრძოდე შენს ქვეყანაში კურსდამთავრებულს?
- +

3 ოქტომბერი. 2016. 18:29



„თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით,  ქართული უმაღლესი სასწავლებლები   დაკნინებული მდგომარეობაში არიან. ყველა სფეროში უპირატესობა დასავლეთის უმაღლესდამთავრებულებს ენიჭებათ.



გადახედეთ თუნდაც საარჩევნო სიებსვისით არის დაკომპლექტებული. დღეს  ლაპარაკობენ, მავანმა  ჰარვარდი დაამთავრაო, რა თქმა უნდა, კარგია ჰარვარდდამთავრებულები. მაგრამ  რატომ არ მოჰყავთ  5-6 წლის წინ დამთავრებულები, ვინც წარმატებულად მუშაობს დასავლეთში. და რატომ მოყავთ ისინი, ვინც  ხლხან დაამთავრათან საუბარია მხოლოდ კურსებზე. გარდა ამისა, რატომ ვანიჭებთ უპირატესობას დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებს? მაშინ როცა ერთი ნათელი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა ქრათული უმაღლესი განათლების სერიოზულ წარმეტებებზე მავე დასავლეთში. დღეს ქართველ მედიკოსებს აღებული აქვთ ევროპასა და ამერიკაში დიდი სიმაღლეები. ამერიკაში შევხვდი ცნობილ ექიმს დიმიტრი ტვილდიანს (მან თავის დროზე, შექმნა წარმატებული უმაღლესი სასწავლებელიაიეტი". ამჟამად წარმატებულად მოღვაწეობის ამერიკის შეერთებულ შტატებში), რომელმაც მითხრა, რომ მისი 150 სტუდენტი  ამერიკაში წარმატებული ექიმია. ერთ-ერთი მათგანი კი  უპირველეს კლინიკას ხელმძღვანელობს. რუსეთში წამყვანი პოზიციები აქვთ ქართველ ექიმებს, თუ ჩვენი ექიმები ასეთი წარმატებული არიან დასავლეთს წამყვან ქვეყნებში - ამერიკასა და ევროპაში, რუსეთში,   რა დაამთავრეს მათ? ჩვენი სამედიცინო სასწავლებლები. შეიძლება ასე ებრძოდე შენს ქვეყანაში კურსდამთავრებულსშეიძლება,    ფიქრობდე, რომ საქართველოში კურსდამთავრებული მკვდარიაო და შენ ვინც გინდოდეს, ის მოიყვანო? ასე ქვეყანა არ შეიცვლება უკეთესობისკენ", - აცხადებს „თეთრების" ლიდერი. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner